LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც შვილი შევა სახლში მამის გარდაცვალების შემდეგ, წარმოიდგენს რომ მამას ვეღარ ნახავს, ზუსტად ის დამემართა… ეს იყო პირველი შესვლა საკურთხეველში, სადაც 21 წელია შევდივარ, უცებ წარმოვიდგინე, რომ ის იქ ხილული სახით აღარასდროს იქნება“ – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

561
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უმძიმესი ამბავია. რამდენიმე დღეა, რაც სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ხალხის ნაკადი არ წყდება. 

პატრიარქის გარდაცვალება განსაკუთრებით განიცადეს იმ სასულიერო პირებმა, რომლებიც სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესთან ერთად მსახურობდნენ.

დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ფოტომ, სადაც სასულიერო პირი დაცარიელებულ კათედრას დასტირის, მთელი საქართველო მოიარა. 

როგორც დეკანოზმა TV პირველის ეთერში, პატრიარქზე საუბრისას განაცხადა, ეს არის ემოცია, როცა გაიგე, რომ მამაა დაკარგე. 

„როგორც შვილი შევა სახლში მამის გარდაცვალების შემდეგ, წარმოიდგენს რომ მამას ვეღარ ნახავს, იმ საძინებელში სადაც ის იძინებდა, ან სამზარეულოში, სადაც ის ვახშმობდა, ზუსტად ის დამემართა. ეს იყო პირველი შესვლა საკურთხეველში, სადაც 21 წელია შევდივარ, უცებ წარმოვიდგინე, რომ ის იქ ხილული სახით აღარასდროს იქნება. ამიტომ რომ დავინახე ეს ცარიელი სკამი, ეს გულიდან ამომავალი გრძნობა იყო. იქ რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა და ერთ-ერთს გადაუღია. იცით, რომ ჩვენ ისეთ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ რომ ფოტოც და ნებისმიერი ამბავიც ძალიან სწრაფად ვრცელდება. შეიძლება არ მინდოდა ეს ეგზისტენციალური პირადი გრძნობები ფართო საზოგადოებას ენახა. მისი უწმინდესობის წინაშე, სამების საკათედრო ტაძრიდან ვამბობ, რომ  ჩემი ემოციები იყო გულწრფელი და გულიდან ამომავალი“- თქვა მან. 

დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ფოტო – „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g