LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Skoda–ს გამარიაჟებული ახალი Octavia

72

კომპანია Skoda-მ Octavia-ს განახლებული ოჯახი წარმოადგინა. მოდელების ახალ აღჭურვილობაში შესამჩნევია განახლებული, დიოდური განათების ფარები, რომელმაც სტანდარტული ოპტიკა შეცვალა.

გამარიაჟებული Octavia ასევე ახალი ბამპერებით, მოდერნიზებული ნისლწინააღმდეგო ფარებითა და ახალი ალუმინის 16/18 ინჩიანი დისკებითაა წარმოდგენილი.

მოდიფიკაციებს შორის, ტოპ ვერსიებმა შესაძლოა მულტიმედიური კომპლექსი – Columbus-ი მიიღოს, რომელსაც 9.2 ინჩიანი დისფლეი აქვს. ზუსტად იგივე მულტიმედიური სისტემითაა აღჭურვილი ქროსოვერი Kodiaq-ი. გარდა განახლებული ფუნქციებისა, სისტემაში ფიზიკური ღილაკები, სენსორულმა შეცვალა.

რაც შეეხება განახლებული ოჯახის აგრეგატებს, აღსანიშნავია, რომ გამწევი ძირითადად არ შეცვლილა. 2 ლიტრიანი 184 ცხენის ძალის სიმძლავრის დიზელის აგრეგატი კვლავ სტანდარტული ვერსიის მსგავსადაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები