„ბარსელონასა“ და „რეალის“ ელ კლასიკო დაობლდა: არც რონალდო და არც მესი. კრიზისში მყოფი მადრიდელები კატალონიელებმა 5:1 დაანგრიეს.
2006 წლის 22 ოქტომბერს ლეო მესი „ბარსას“ ძირითადში იყო და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითამაშა – მაშინ „რეალმა“ 2:0 მოიგო.
მომდევნო სეზონში მესიმ ტრავმა მიიღო და 2007 წლის 23 დეკემბრის კლასიკო გამოტოვა „ნოუ კამპზე“. ამის შემდეგ არც მას და არც „რეალში“ 2009 წელს გადასულ რონალდოს კლასიკო აღარ გამოუტოვებიათ. ახლა კი…
მესის და რონალდოს გარეშე ბოლო კლასიკოს წელს სამყარო სულ სხვანაირი იყო.
Apple გამოუშვა პირველი iPhone
გაყიდვაში გამოვიდა ბოლო (მეშვიდე) წიგნი ჰარი პოტერის თავგადასავალზე – „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“
დღევანდელისგან განსხვავებით მაშინ საქართველოში ბენზინი მთელი 1 ლარით იაფად, 1.5 ლარად იშოვებოდა
9 წლის კილიან მბაპემ „ბარსელონას“ ახალწვეულ ტიერი ანრისთან ფოტო გადაიღო
საქართველოს ნაკრებს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა
კიმ კარდაშიანი და მთელი სამყარო მაშინ სელფს აი ასე იღებდა
ადელი ჯერ კიდევ თინეიჯერია
წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა „ტრანსფორმერები“
და „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მესამე ნაწილი
თქვენ რა გახსოვთ 2007-დან?