LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როლინგ სტოუნმა” 2025-ის საუკეთესო სიმღერები დაასახელა

111
photo-collage.png (10)

ჟურნალმა – Rolling Stone 2025 წლის 100 საუკეთესო სიმღერა გამოავლინა.

Rolling Stone-მა 21-ე საუკუნის 250 უდიდესი სიმღერა დაასახელა

საკულტო გამოცემამ პირველ ადგილზე ლედი გაგას Abracadabra დაასახელა. საცეკვაო ტრეკი არტისტის მეშვიდე სტუდიურ ალბომში – Mayhem შედის, რომლის რელიზი 7 მარტს შედგა.

აღსანიშნავია, რომ Mayhem ,,როლინგ სტოუნის” 2025 წლის 100 საუკეთესო ალბომს შორის, ლიდერ პოზიციას იკავებს.

This is Lorelei-ის ჩანაწერის – Dancing in the Club ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც MJ Lenderman-თან თანამშრომლობით შეიქმნა, მეორე ადგილი მიენიჭა.

მესამე ადგილი წილად ,,ნეტფლიქსის” ანიმაციის – KPop Demon Hunters საუნდტრეკს – Golden ხვდა, რომელსაც მულტფილმში ფიქტიური K-pop ბენდი – Huntr/x ასრულებს.

,,როლინგ სტოუნის” 2025 წლის 100 საუკეთესო სიმღერის სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები