LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ ჩაგისვით ავტობუსში, უკან რატომ არ მომიყვანეთ, რა სინდისით გძინავთ?!” – ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა

7117
pjimage

გასული წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას, 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი, შვილის პედაგოგებისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.

სალომე ბარკერის დის გარდაცვალების საქმეზე, 1 წლის შემდეგ ბრალი მასწავლებლებს წაუყენეს

“დიახ, ყველა პედაგოგმა იცოდეს, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა სხვისი შვილების სადმე წაყვანას დაგეგმავს!
აწი და ერთი წელია ჩემთვის ყველა და ყველაფერი სულერთია, გარდა იმისა, შვილი რომ ჩაგაბარეთ, ჩემი ხელით რომ ჩაგისვით ავტობუსში, უკან რატომ არ მომიყვანეთ და რა სინდისით გძინავთ ამ ხნის მანძილზე მშვიდად?!” – წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, 2019 წლის მაისში, 16 წლის მოზარდი, ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერში ჩავარდა და გარდაიცვალა. გოგონა სკოლა “ალბიონში” სწავლობდა და ექსკურსიაზე თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდა.

დღეს, გოგონას ტრაგიკული დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ, პროკურატურამ სკოლა “ალბიონის” ორ პედაგოგს გულგრილობის მუხლით ბრალი წარუდგინა.

“გავყვები ბოლომდე” – სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმეზე პედაგოგებისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g