LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომა მხოლოდ მესამე გუნდია: ბარსას მეოთხედფინალიდან გავარდნა დასჩემდა

49

ჩემპიონთა ლიგის მთავარი სენსაციაც მივიღეთ: „რომამ“ ტურნირის ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტს სამბურთიანი ჩამორჩენა (1:4) შემოუტრიალა და „ბარსელონას“ მოულოდნელი რბევის შემდეგ – 3:0 – ნახევარფინალში გავიდა.

 

“ბარსელონა” ისტორიაში პირველად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან, როცა პირველი მატჩი სამი ბურთით ჰქონდა მოგებული.

 

“ბარსელონამ” ამ სეზონში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე. წაუგებელი სერია 2017 წლის 11 აპრილიდან იწყებოდა, როცა კატალონელები მეოთხედფინალის პირველ მატჩში ასევე 0:3 და ასევე იტალიურ კლუბთან “იუვენტუსთან” განადგურდნენ.

 

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ზედიზედ მესამედ გავარდა. შარშან, მან ორი მატჩის ჯამში წააგო “იუვენტუსთან” (0:3, 0:0), 2016 წელს – “ატლეტიკოსთან” (2:1, 0:2). კატალონურმა გუნდმა ბოლოჯერ ეს ეტაპი 2015 წელს გადალახა და ტურნირი მოიგო კიდეც.

 

“ბარსელონამ” გაუშვა იმდენი გოლი, რამდენიც ჩემპიონთა ლიგის წინა ცხრა მატჩში ერთად აღებული (3 გოლი).

 

“რომა” მესამე გუნდია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, რომელმაც მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო პირველ მატჩში მინიმუმ სამი ბურთით წაგების შემდეგ. 2004 წელს, “დეპორტივომ” აჯობა “მილანს” (4:0 1:4-ის შემდეგ), შარშან კი “ბარსელონამ” ჩაიდინა სასწაული “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ (6:1 0:4-ის შემდეგ).

 

ედინ ჯეკომ “ბარსელონას” კარიერაში მესამე გოლი გაუტანა. ბოსნიელს ჩემპიონთა ლიგაზე არც ერთი სხვა გუნდისთვის ამდენჯერ არ გაუტანია.

 

ჯეკოს არც ერთი საჰაერო დუელი არ წაუგია – 5-დან 5.

 

„რომამ“ „ბარსასთან“ მატჩში საჰაერო ორთაბრძოლების 75% მოიგო.

 

„ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე 24-ჯერ დაკარგა ბურთი – კატალონიელების ანტირეკორდია ლიგის ამ სეზონში.

 

„რომამ“ „ბარსას“ 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

 

“რომამ” ხუთ მატჩამდე გააგრძელა თავისი “მშრალი” სერია ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში. იტალიურ კლუბს ამ სეზონში შინ გოლი არ გაუშვია – ჯგუფური ეტაპის სამ თამაშში, 1/8 ფინალში “შახტართან” და ახლა, 1/4 ფინალში – “ბარსელონასთან”.

 

„რომას“ მწვრთნელ დი ფრანჩესკოს „ბარსას“ მწვრთნელი ვალვერდე უკვე დაუმარცხებია 3:0. მაშინ იტალიელი „სასუოლოში“ მუშაობდა, ესპანელი – „ატლეტიკში“.

 

“რომა” ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში 34-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. 1983-84 წლების სეზონში, იტალიურმა კლუბმა ნახევარფინალში “დანდი იუნაიტედი” დაამარცხა და ფინალამდეც მიაღწია, სადაც პენალტების სერიაში წააგო “ლივერპულთან” (2:4).

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები