LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომანი „ქრაშთან“ – ახალი დეტალები კრის მარტინისა და სოფი ტერნერის სასიყვარულო კავშირის შესახებ

294
page

გასული თვის ბოლოს, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ Coldplay-ის ვოკალისტი, კრის მარტინი და „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, სოფი ტერნერი ერთმანეთს ხვდებიან. ინსაიდერის თქმით, წყვილის რომანი მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტინი დაკოტა ჯონსონს, ხოლო ტერნერი პერეგრინ პირსონს დაშორდა.

Coldplay-ის ვოკალისტი ,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავს ხვდება

ახალი ჰოლივუდური წყვილის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, კრისი და სოფი ერთმანეთს სულ უფრო ხშირად ხვდებიან. Us Weekly-ის ცნობით, 48 წლის მუსიკოსი და 29 წლის მსახიობი უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ერთად ლონდონში.

„ისინი უკვე რამდენიმე პაემანზე იყვნენ. ყველაფერი ჯერ კიდევ ახალია, მაგრამ მათ შორის აშკარად ქიმია. მათ ბევრი საერთო აქვთ, ორივე ბრიტანელია, ორივეს უყვარს მუსიკა და როგორც ჩანს, სწორედ ამ მსგავსებამ დააახლოვა ისინი. სოფისთვის კრისი იდეალური მეწყვილეა. მათი ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო. სოფი დიდი ხანია კრისის თაყვანისმცემელია და წლების წინ არაერთხელ აღუნიშნავს რომ Coldplay-ის ფრონტმენს ქრაშავდა“, – განაცხადა ინსაიდრემა.

დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის დაშორების მიზეზი ცნობილია – უახლესი დეტალები

სოფი ტერნერი ბრიტანელი არისტოკრატის, პერეგრინ პირსონის მამულში საოცრად ბედნიერია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები