LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ვარსკვლავებს ეძებდნენ მიმდინარე წელს ყველაზე ხშირად – Google-მა 2023 წლის ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა

156
google-year-in-search-20fg-t

Google-მა 2023 წლის ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა. წარმოდგენილია შემდეგი კატეგორიები: ახალი ამბები, ფილმები, არტისტები, მსახიობები და ა.შ…

სიახლეების კატეგორიაში ყველაზე ხშირად ისრაელისა და „ჰამასის“ ომის შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას. მეორე ადგილზე გავიდა ბატისკაფ „ტიტანის“ კატასტროფა, მესამეზე კი მიწისძვრა თურქეთში.

ვარსკვლავების კატეგორიაში ყველაზე დიდი ინტერესი შაკირამ, დამარ ჰემლინმა, ჯერემი რენერმა, ენდრიუ ტეიტმა, გარდაცვლილმა არტისტებმა, ტინა ტერნერმა და შინეიდ ოკონორმა დაიმსახურეს.

და ბოლოს, ფილმები, მათ შორის პირველ ადგილზე „ბარბი“, მეორეზე კი „ოპენჰაიმერი“ გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები