LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყანაა ყველაზე მეტად მომზადებული უპილოტო ავტომობილებისათვის?

26

აუდიტორული კომპანია KPMG ავტოტრანსპორტის ავტონომიურ რეჟიმზე გადასვლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგის ლიდერი ნიდერლანდები გახდა.

სულ უფრო მეტი მწარმოებელი ცდილობს ისეთი ავტომობილი შექმნას, რომელიც მძღოლებს მგზავრებად აქცევს. ავტონომიური მართვის ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. აუდიტორული გიგანტები კი ამ ტენდენცის ყურადღებას აქცევენ და სასარგებლოდ მიიჩნიეს იმის გარკვევა, თუ რომელი ქვეყანაა ყველაზე მეტად მზად ავტოპილოტის მქონე ავტომობილების დასანერგად.

რეიტინგს „ავტომატიზირებული ტრანსპორტის მზაობის ინდექსი“ დაარქვეს. ის ქვეყნებს ოთხი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს: კანონმდებლობა, ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა და სამომხმარებლო მოლოდინი.

ნიდერლანდები ავტოპილოტის მქონე ავტომობილების მზაობის მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის, რადგან აქ არის მთავრობის მხარდაჭერა და მომხმარებელთა სურვილი, რომ გადავიდნენ ელექტრომობილებზე“ – ნათქვამია აუდიტორული ფირმა KPMG-ის დასკვნაში.

პირველ ხუთეულში ასევე შევიდნენ: სინგაპური, აშშ, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები