ცნობილი საავტომობილო გამოცემის, Autocar-ის ექსპერტებმა საუკეთესო სარბოლო ავტომობილების ჩამონათვალი წარმოადგინეს, რომლებსაც საერთო სარგებლობის გზებზე შეუძლიათ გადაადგილება. რეიტინგში არა მხოლოდ ახალი ავტომობილები, არამედ ის მოდელებიც შევიდნენ, რომლებიც უკვე კლასიკად არიან ქცეულნი.
რეიტინგის ლიდერი Ford GT გახდა, რომელიც გაყიდვაში 2017 წელს გამოვიდა. თავდაპირველად მისმა შემქმნელებმა ის ჩქაროსნული რბოლებისთვის ჩაიფიქრეს, თუმცა ჩვეულებრივ მყიდველებს ძალიან შეუყვარდათ.
მეორე საპატიო ადგილი Ferrari GT40-ს ერგო. ის ავტომოყვარულებში ძალიან პოპულარულია. ავტომობილი იტალიაში 1964 წელს გამოდიოდა და მასზე ლეგენდარული ჰენრი ფორდი მუშაობდა.
სამეულს გერმანული წარმოების Mercedes-Benz CLK GTR ასრულებს, 1997 წელს მისი ლიმიტირებული რაოდენობა გამოვიდა.
შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: Nissan R390, Toyota TS020 GT-One და Alfa Romeo 155 Silverstone edition.