LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები – 6 თვეში jobs.ge-ზე 38,330 ვაკანსია გამოქვეყნდა

284
ხალხი

2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, jobs.ge-ზე 38,330 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

მათი ცნობით, 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 12.3%-ით მეტია 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

„2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, 7,075 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 43.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 169.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 10,344 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.0%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 144.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 8,982 ვაკანსია კი გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.2%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 133.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g