დარია დუგინას რომის პაპმა ომის უდანაშაულო მსხვერპლი უწოდა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მსოფლიომ ბირთვული ომის საშიშროება აიცილოს. რუსი იდეოლოგის ქალიშვილის მკვლელობაზე კი აღნიშნა:
„მე ვფიქრობ საწყალ ქალზე, რომელიც ააფეთქეს ბომბით, რომელიც მისი მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული, მოსკოვში. ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან“, – განაცხადა რომის პაპმა.
უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში პაპი ფრანცისკეს გამოსვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს. უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ რომის პაპს არასდროს მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება ომის კონკრეტული მსხვერპლებისთვის.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში პაპ ფრანცისკეს გამოსვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.
რომის პაპი წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს.
ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის იტალიელ კოლეგა ლუიჯი დი მაიოსთან ერთად კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს დაადასტურა. როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, თავად ის ფაქტი, რომ წმინდა საყდრის ნუნციო დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს.
„მეორე მხრივ ვიტყვი, რომ უკრაინული გული იხლიჩება პაპის სიტყვების გამო. ეს უსამართლობა იყო. ამასთან, გაუგებარია პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქის რუსეთის ტერიტორიაზე სიკვდილი მოეხსენიებინა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რომელთანაც უკრაინას არავითარი კავშირი არ აქვს,” – განაცხადა კულებამ.
სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა – შვილის ქელეხში თამადა ეყოლება: ირაკლი ოქრუაშვილი
“პუტინს გავანადგურებთ”: ცნობილია, ვინ აიღო პასუხისმგებლობა დარია დუგინას მკვლელობაზე