LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდინიო ისევ ჯადოქრობს: ბარსას და იუნაიტედის ვარსკვლავებმა სხვების დასახმარებლად ითამაშეს (ვიდეო)

48

“ბარსელონამ” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” საქველმოქმედო მატჩი მოაწყვეს, შემოსული თანხა ონკოლოგიური ცენტრის დასახმარებლად წავა.

მანკუნიანელებმა 3:1 მოიგეს.

“ბარსელონას” მხარეს მოედანზე გავიდნენ რონალდიონიო, კლუივერტი და ედგარ დავიდსი. “იუნატედში” გამოირჩეოდნენ კარელ პობორჟსკი და დუაიტ იორკი.

ანგარიში მე-14 წუთზე ბლუმკვისტმა გახსნა. პობორჟსკიმ (57) და იორკმა (77) ანგარიში გამანადგურებელი გახადეს, კატალონიელებმა ერთი ბურთი ბოლო წუთზე გაქვითეს, თავი ფრედერიკ დეუმ გამოიჩინა.

თამაშის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, როდესაც რონალდინიომ ეფექტურად გააცურა ბლუმკვისტი.

https://www.youtube.com/watch?v=iNWbAXFhnOY

მატჩი ბარსელონაში შედგა.
გუნდებმა მოილაპარაკეს განმეორებით შეხვედრაზე, რომელიც 2 ივლისს “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები