LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო აკრძალვის მიუხედავად მაროკოში მაინც გაფრინდა

31

კრიშტიანო რონალდომ პრეზიდენტის აკრძალვა ყურად არ იღო და ”ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ მაროკოში გაფრინდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა აკრძალვა დაუწესა, რონალდო მაინც წავიდა მაროკოში თავის მეგობარ ბადრი ხარისთან.

ეს ღამით მოხდა, ”ესპანიოლთან” თამაშიდან რამდენიმე საათში. ეტყობა, პორტუგალიელ ვარსკვლავს სურდა შესანიშნავი თამაში და ჰეთ-თრიკი საუკეთესო მეგობართან ერთად აღენიშნა.

უნდა ითქვას, რომ ფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი ნეგატიურად ეკიდებიან რონალდოს სხვა ქვეყნებში გადაფრენას, მაგრამ საწინააღმდეგოდაც ვერაფერს ვერ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები