LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ქველმოქმედებას განაგრძობს: კრიშტიანომ ხანძრისგან დაზარალებულები დააფინანსა

127

პორტუგალიის ნაკრების და მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ქველმოქმედებას განაგრძობს. ფეხბურთელის დამ კატია ავეირუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრიშტიანომ ესპანეთი-პორტუგალიის საზღვარზე გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულების სამედიცინო დახმარება დააფინანსა. სულ ფეხბურთელმა 370 ადამიანის მომსახურების საფასური გადაიხადა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რონალდო ქველმოქმედებას ეწევა. რამდენიმე ხნის წინ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კიბოთი დაავადებულ მცირეწლოვანს მკურნალობის ფული გადაუხადა. ამავე პერიოდში მან 10 თვის ბავშვის ლეიკემიისგან განკურნებისთვის 60 ათასი ევრო გაიღო.

2012 წელს კი რონალდოს მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა შეატყობინა, რომ ცხრა წლის ლას პალმასელ ბავშვს სიმსივნე აქვს და რომ სამი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. პატარას მეოთხე ოპერაცია კრიშტიანომ დააფინანსა და შემდეგ „რეალის“ მატჩზეც დაპატიჟა. თამაშის შემდეგ კი მასთან ერთად მთელი საღამო გაატარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები