LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როსალია BRIT Awards-ზე პერფორმერთა სიას შეუერთდა

112
photo-collage.png (5)

BRIT Awards-ზე პერფორმერთა სია იზრდება. ცნობილი გახდა, რომ 28 თებერვალს დაგეგმილ შოუზე, Wolf Alice და როსალიაც იმღერებენ. ისინი სცენაზე სადებიუტო პერფორმანსებით წარდგებიან.

Wolf Alice პირველად ბრიტანულ პრემიაზე 2016 წელს წარადგინეს, როსალიამ კი წელს ნომინაცია პირველად მიიღო.

ინგლისური როკ ჯგუფი წლევანდელ დაჯილდოებაზე ორ, მათ შორის ,,წლის ბრიტანული ალბომის” ნომინაციაშია წარდგენილი მეოთხე სტუდიური ჩანაწერით – The Clearing, ხოლო ესპანელ მომღერალს, ,,წლის საერთაშორისო არტისტის” ნომინაცია მიენიჭა.

წინასწარი ინფორმაციით, სცენაზე ასევე ჰარი სტაილზისა და ოლივია დინის პერფორმანსები შედგება.

ჰარი სტაილზის დებიუტი BRIT Awards-ის სცენაზე პირველად 2013 წელს, One Direction-ის შემადგენლობაში ვიხილეთ. როგორც სოლო არტისტი ის ,,ბრიტსის” სცენაზე 2020 წელს, სიმღერის – Falling შესრულებით წარდგა.

ოლივია დინი წლევანდელი დაჯილდოების ტოპ ნომინანტია, რითაც ის ჯილდოს რვაგზის ნომინანტად იქცა. დინის სინგლი – Man I Need და დუეტი სემ ფენდერთანRein Me In ,,წლის სიმღერის” ნომინაციაშია წარდგენილი. შემსრულებლის მეორე სტუდიურ ალბომს – The Art of Loving ,,წლის ბრიტანული ალბომის” ნომინაცია მიენიჭა. თავად მუსიკოსი ,,წლის ბრიტანელი არტისტისა” და ,,საუკეთესო პოპ არტისტის” ტიტულისთვისაც იბრძვის. საღამოზე ოლივია პირველად იმღერებს.

ნომინაციების რაოდენობით ასევე ლოლა იანგი ლიდერობს და ზემოხსენებულ ორ ნომინაციაში კონკურენციას ოლივია დინს უწევს. იანგი პირველად BRIT Awards-ის ნომინანტად 2021 წელს მოგვევლინა, სცენაზე კი შარშან, სიმღერის – Messy პერფორმანსი გამართა.

ოლივია დინი BRIT Awards-ზე იმღერებს

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ,,გრემიზეოლივია დინისა და ლოლა იანგის სადებიუტო პერფორმანსები ვიხილეთ. ,,გრემიზე” ისინი ასევე პირველად იყვნენ ნომინირებული და ერთმანეთის კონკურენტები ნომინაციაში – ,,საუკეთესო ახალი არტისტი”. ამ უკანასკელად, დინი დასახელდა, იანგმა კი გამარჯვება ჰიტისთვის – Messy დამატებით მინიჭებულ ,,საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსის” ნომინაციაში მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები