ერთ-ერთი ორსული, ბათუმის სამშობიარო სახლიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ნუგზარ პაპავას ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყო.
“საუნივერსიტეტო კლინიკაში ასეთი პაციენტების მართვის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. მითითებაც გვაქვს, თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება ან შეიცვლება, რეფერირება უნდა განხორციელდეს თბილისში“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ
სამშობიარო სახლში სულ 14 პაციენტს მკურნალობენ, 3 ახალშობილს კი კოვიდ -19 არ დაუდასტურდა. 19 მძიმე პაციენტი ჰყავთ მოთავსებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.33 არასრულწლოვანი ინფიცირებულია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, მედიკოსების თქმით ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.