LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რთულია მასზე წარსულში საუბარი, სტიპენდიანტი იყო, გამორჩეული სტუდენტი, უშუალო და პოზიტიური“ – ცნობილია ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლისას დაღუპული 20 წლის ახალგაზრდის ვინაობა

959
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დილის 11 საათის მონაცემებით, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი, 5 ადამიანს კვლავ ეძებენ. ადგილობრივთა ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილთა შორის 3 არასრულწლოვანია.

„სამი საუკეთესო მოსწავლე მოყოლილია მეწყერში.. ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი.. არ ვიცით მათი მდგომარეობა“ – ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან

ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილთა შორის, რომელთა ცხედრები დილას მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 20 წლის ნია რობაქიძე და დედამისი არიან.

ნია რობაქიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

„დედასთან ერთად იყო სტიქიის დროს.. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, სტიპენდიანტი იყო, საოცარი ადამიანი, გამორჩეული სტუდენტი, უშუალო და სულ პოზიტიური იყო. რთულია მასზე ასე, წარსულში საუბარი“, – უთხრა „ფორტუნას“ გარდაცვლილი გოგოს კურსელმა, ქეთი გენელიძემ.

ნია რობაქიძეს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

როგორც ვერ გამოიძებნა ამ სამყაროში ადგილი შენისთანა ნიჭიერი, კეთილშობილი და ფერადი ადამიანისთვის?როგორ მენანები , ჩემო…

Posted by Maia Gabadadze on ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2024

ცნობისათვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.

„ტყუპი გოგოები არიან, ერთი ბიჭი და მამა… დედა წასულია საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ“ – ადგილობრივი ბაღდათში მეწყერში მოყოლილ ოჯახზე

„ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, ვეძებთ 6 ადამიანს.. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა“ – რა ვითარებაა ბაღდათში

„ერთ სახლში მამა და სამი მცირეწლოვანი შვილია მოყოლილი.. სახლი მიწასთან არის გასწორებული“ – ადგილობრივები ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g