LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთველი 2023-ს ფარგლებში უკვე 40 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

135
grapes

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საწარმოებს მოსავალი 4500-მა მევენახემ ჩააბარა. ამ დროისათვის გადამუშავებული ყურძნიდან 23 ათას ტონამდე რქაწითელი, 15 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

შეუფერხებლად მიმდინარეობს სექტემბერში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გადამუშავებულია 6,4 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. აღნიშნულ საწარმოს მევენახეები დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.

აღსანიშნავია, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბში 300 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რთველის დაწყებიდან დღემდე კი ყურძენი ჯამურად 115 საწარმომ გადაამუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g