რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბრისას პუტინმა ტრამპს წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ სურს რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ტრამპმა განიხილეს სირიის საკითხი და შეჯერდნენ, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობა „სრულიად არადამაკმაყოფილებელია“.
პრეზიდენტები თანახმა არიან, სატელეფონო კონტაქტი ხშირად ჰქონდეთ, მოგვიანებით კი პირისპირაც შეხვდებიან.
კრემლში არ ამბობენ, ვისი ინიციატივით განხორციელდა ზარი.