LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთი უკიდურესად იმედგაცრუებულია” – გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციის პროექტს უკრაინაში ამერიკული „სამხედრო ბიოლაბორატორიების“ შესახებ მხარი არ დაუჭირა

48
რუსეთი გაერო

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციის პროექტს „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

მედიის ინფორმაციით, პროექტს მხარი დაუჭირეს რუსეთმა და ჩინეთმა, ათმა არამუდმივმა წევრმა – ირლანდიამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, მექსიკამ, კენიამ, განამ, გაბონმა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებმა კი თავი შეიკავეს.

მანამდე რუსეთმა უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუციის პროექტი კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობა უნდა გამოეძიებინა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის დელეგაციამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური აქტივობების შესახებ“ ინფორმაცია მიაწოდა.

რუსეთი უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რეზოლუციის პროექტი უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის გამოძიების შესახებ, – ასე ეხმაურება გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე, დიმიტრი პოლიანსკი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციის პროექტს „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმ ფაქტით, რომ საბჭომ ვერ გამოიყენა ბიოლოგიური და ტოქსინური იარაღის კონვენციის მექანიზმი.

მასში ნათქვამია, რომ კონვენციის თითოეული წევრი ქვეყანა ვალდებულია ითანამშრომლოს ნებისმიერ გამოძიებასთან, რომელიც შეიძლება განხორციელდეს უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს წესდების დებულებების შესაბამისად, საბჭოს მიერ მიღებული საჩივრის საფუძველზე“, – განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ კენჭისყრის შემდეგ.

მისივე თქმით, „მოსკოვი გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო არ მიესალმა ასეთი გამოძიების ჩატარების იდეას“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განცხადებას გაავრცელა, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუშვან ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g