LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთი „ლადას“ და „ნივას“ ანაბარა დარჩა“ – „კავკასუს ავტო იმპორტი“ რუსეთში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვაზე

135
ჰ (6)

„კავკასიის ავტო იმპორტის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთში და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვა, საქართველოში დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა, გარკვეული პერიოდით, შესაძლოა, საქართველოში გასაყიდ ავტომობილებზე ფასი შემცირდეს.

როგორც სანდრო ბიწაძემ Bm.ge-სთან განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოდან რუსეთში გასული ავტომობილების წილი 5.5%-მდეა.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთიდან ავტომობილებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო, თუმცა ახლა საქართველოდან რუსეთში გასული ავტომობილების წილი 5.5%-მდეა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში, გასაყიდი ავტომობილების რაოდენობიდან ბაზრის დიდი წილი არ უკავია და ბაზარს დიდ დარტყმას ვერ მიაყენებს. ეს აკრძალვა ქართულ ბაზარზე, შესაძლოა, ავტომობილებზე ფასის კლებით აისახოს, რადგან ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის ავტომობილი დარჩება გასაყიდი.

საქართველოდან აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება

1-ელი აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული ავტომანქანების რუსეთში შეყვანა აიკრძალა. რუსეთში და ბელარუსში იმპორტირებული ავტომობილების ნაწილი აღარ შედის, ეს საქართველოში მცირე ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა საქართველოს მთლიანი ბაზრიდან გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 5.5%-ს იკავებდა რუსეთში ან ბელარუსში იმპორტირებული ავტომობილი. ამ დროისთვის ვერცერთი გზით ვერ ხდება ავტომობილის შეყვანა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი დარჩა „ლადას“ და „ნივას“ ანაბარა“, – ამბობს სანდრო ბიწაძე.

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g