LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან არ გვაქვს საქმე – დეზინფორმაციული კამპანიაა, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ შფოთი: პაპუაშვილი

88
fortuna.ge - 2022-03-04T152527.219

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსი ვიზიტორების ქვეყანაში შემოდინებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ ე.წ. მასობრივ შემოსვლას რაც შეეხება, ეს გახლავთ სწორედ ნაწილი იმ დისკრედიტაციული კამპანიისა, რომელიც მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ. ეს არის სწორედ, რაც იწვევს კითხვის ნიშნებს ჩვენში – რატომ ხდება ასეთი ინფორმაციების გავრცელება ხოლმე. არანაირ მასობრივ შემოდინებასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს.

 ყველას შევახსენებ რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, სხვათა შორის რუსეთის მხრიდან. იცით, რომ ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის კერძო მიმოსვლა.

რაც შეეხება მონაცემებს, რაც მე ვნახე… გუშინ იყო ეს თემა განხილვის საგანი, ესეც გახლავთ ერთ-ერთი ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიისა, იმისთვის რომ სწორედ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში და არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა, “- განაცხადა მან და მოუწოდა ჟურნალისტებს არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და  რუსები ცდილობენ, სანქციებს  გამოექცნენ და თავი საქართველოს შეაფარონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g