LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმის სპიკერი რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ომის დროს ქვეყანა დატოვეს, მოღალატეებს უწოდებს

85
1650192243-ვიაჩესლავ-ვოლოდინი

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, უნდა გაიგონ, რომ ისინი მოღალატეები არიან, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ისინი, ვისაც ამ დროს დალოდება სურდათ, წავიდნენ თბილ ქვეყნებში და იქიდან უყურებენ ამ ყველაფერს, უნდა იცოდნენ, რომ მოღალატეები არიან“, – თქვა ვოლოდინმა.

გარდა ამისა, დუმის სპიკერის თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარების წინააღმდეგ გამოვიდნენ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგნი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები