„როიტერსის“ ინფორმაციით, რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა რუსეთიდან გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ოვსიანიკოვას ადვოკატზე დიმიტრი ზახვატოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილი რედაქტორის უფლებადამცველის თქმით, ოვსიანიკოვა ახლა „ევროპული სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ იმყოფება“, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან მან თავი შეიკავა, რადგან „ეს შესაძლოა ჟურნალისტისთვის პრობლემად იქცეს“.
შეგახსენებთ, რომ ოვსიანიკოვამ 2022 წლის მარტში, რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში, უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტა, რა დროსაც ხელში პლაკატი წარწერით „არა ომს“ ეჭირა.
ოვსიანიკოვა ივნისში დააკავეს, რის შემდეგაც იგი კრემლის სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა.
მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში ბანერით შევარდა, გერმანულმა გამოცემამ დაასაქმა