რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია “ტასსი” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიშუსტინმა კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ თავად განაცხადა.
„ახლახან გახდა ცნობილი, რომ ტესტები, რომლებიც მე კორონავირუსზე ჩავაბარე, დადებითი აღმოჩნდა“, — განუცხადა მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვიდეოკონფერენციის დროს.
„ტასსის“ ცნობით, მიშუსტინის მოვალეობებს პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი შეასრულებს.
რუსეთში 30 აპრილისთვის კორონავირუსით 100 000 ადამიანზე მეტი დაავადდა. 11 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1073.