LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის თვითმფრინავები მალე მიწაზე დარჩებიან, ქვეყანას არ ჰყოფნის ტექნიკური საქონელი, დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

157
d5utspuhk28knvh

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, რუსეთის ეკონომიკა იშლება, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მთავრობა ჯერ კიდევ ბევრს გამოიმუშავებს ენერგომატარებლების ექსპორტით და ეს მტკივნეულია, თუმცა, პუტინს სულ უფრო ნაკლების ყიდვა შეუძლია მიღებული თანხით. “რუსეთში ექსპორტი ქვეყნებიდან, რომლებიც უერთდებიან ეკონომიკურ სანქციებს, ბოლო თვეებში 53 %-ით შემცირდა”, – აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც რობერტ ჰაბეკმა განმარტა, რუსეთი აღარ იღებს უსაფრთხოების განახლებებს თვითმფრინავების პროგრამული უზრუნველყოფისათვის. შედეგად მისი თვითმფრინავები მალე მიწაზე დარჩებიან. „ქვეყანას არ ჰყოფნის ტექნიკური საქონელი, რამაც დააზიანა წარმოების პროცესები. დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს, ის მუშაობს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ”, – განაცხადა რობერტ ჰაბეკმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g