LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთისთვის პროტესტის გამოსახატად ევროპელებს სახლების ნაკლებად გათბობა შესთავაზეს

39
61048821_303

ევროკომისიის ხელმძღვანელმა პირებმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროპელებს უჩვეულო თხოვნით მიმართეს.

თუკი ევროპას სურს, რომ რუსეთის წინაშე უფრო გაძლიერდეს და ენერგოეფექტურობაც შეინარჩუნოს, ყველა მოქალაქემ სახლში ტემპერატურას უნდა დაუწიოს, ანუ რაც შეიძლება ნაკლები გაზი მოიხმაროს.

ბუნებრივია, თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია თუ რამდენ ენერგიას მოიხმარს, თუმცა რუსეთისთვის მკაცრი რეაქციის ჩვენება აუცილებელია. ტემპერატურის შემცირება თითოეული სახელმწიფოს ძალების დემონსტრირების ტოლფასი იქნება.

მანამდე კი, მარტის დასაწყისში გერმანიამ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის ენერგო-რესურსებზე საერთოდ უარი თქვას. ხელისუფლება ასეთ სცენარზე 2021 წლის დეკემბრიდან მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები