LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ალექსეი ნავალნის გამო დაჭერები გრძელდება: დაკავებულია 1000-ზე მეტი აქციის მონაწილე

112
ნავალნი

რუსეთში, ოპიზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ანტისამთავრობო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში ტარდება. საპროტესტო გამოსვლებზე ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საპროტესტო გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნის თანაგუნდელების ახლობლების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერის ძმა, ასევე ნავალნის თანაგუნდელი ლიუბოვ სობოლო, რომლებსაც შინაპატიმრობა შეუფარდეს. უფლებადამცველების მონაცემებით, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი ადამიანი ვლადივოსტოკსა და მოსკოვშია დაკავებული.

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ქუჩები გადაკეტეს. ასევე დახურულია მეტროსადგურების ნაწილი.

რუსი ოპოზიცნერი ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვულ პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა.

28 იანვარს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g