რუსული ესტრადის ვარსკვლავი ფილიპ კირკოროვი ქვეყნიდან გაიქცა. ის ჟურნალისტებმა ბაქოს აეროპორტში შენიშნეს.
ქვეყნის სასწრაფოდ დატოვების მიზეზი მის წინააღმდეგ სასამართლოში აღძრული საქმე გახდა, სადაც მას სკანდალურ წვეულებაში მონაწილეობას ედავებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ წვეულებაში მონაწილეობის გამო, კირკოროვმა საჯარო ბოდიში მოიხადა, მისი ანგარიშები რუსეთში დაიბლოკა და დაიხურა მაღაზიები, რომლებიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული.
აეროპორტში ფილიპ კირკოროვს დაცვის სამსახური მიაცილებდა, მან აეროპორტის ტერიტორია მალევე დატოვა.
სწორედ რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უკავშირებენ კირკოროვის ქვეყნიდან გაქცევას.