LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის 82 ჟურნალისტია

74
APTOPIX Russia Navalny Protests

რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში გაიმართა. დაკავებულია 5 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 82 ჟურნალისტია, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ.

დემონსტრანტების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე.

ხელისუფლებამ მსგავსი მეთოდები გამოიყენა ერთი კვირის წინაც, როცა რამდენიმე ათასი ადამიანი დააპატიმრეს ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე. ვაშინგტონმა მკაცრად დაგმო რუსეთის სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობა.

რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გამოეხმაურა. ჟოზეფ ბორელმა დაკავებები და დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე არაპროპორციული ძალის გამოყენება დაგმო.

„ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო. ადამიანებს უნდა შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების. რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“.- წერს ბორელი „ტვიტერზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g