LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოლიგარქი, ვლადისლავ დორონინი ნაომი კემპბელს სასამართლოში უჩივის და 3 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს

457
safe-image

როგორც ჩანს, რუსი ოლიგარქი,  57 წლის ვლადისლავ დორონინი იმ მამაკაცთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ქალთან გაშორების შემდეგ საჩუქრების უკან დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა, უცნაურია, რატომ გაახსენდა ეს ბიზნესმენს 8 წლის შემდეგ.

სულ ცოტა ხნის წინ, დეველოპერული კომპანია Capital Group-ის მფლობელმა ბიზნესმენმა, სუპერმოდელ, ნაომი კემპბელს სასამართლოში უჩივლა. ის 3 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს, თუმცა ნაომი თანხის დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს, „კანის“ კინოფესტივალზე გაიცნო, ბიზნესმენი ნაომის უამრავი საჩუქრით ანებივრებდა, აჩუქა სახლიც, რომელიც თურქეთში, კლეოპატრას კუნძულზე მდებარეობს.

შეგახსენებთ, დორონინი და კემპბელი ერთმანეთს დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. წყვილი 2013 წელს დაშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები