კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გუშინ რუსმა სამხედროებმა საქართველოს 4 მოქალაქე გაიტაცეს. დაკავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია, რომელიც მალევე გამოუშვეს, დანარჩენები კი სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქართველი ადგილობრივები ახალგორთან ე.წ. სასაზღვრო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აიყვანეს. ერთ-ერთი დაკავებული გუშინ გვიან ღამით ოჯახს დაუკავშირდა და მეუღლეს უთხრა, რომ მათი გათავისუფლება მალე მოხდება, ხოლო რაც შეეხება ჯარიმის სახით გადასახდელ თანხას, დაკავებულს ოჯახთან არ უხსენებია.
მეზობლების თქმით, ისინი შეშის მოსაგროვებლედ იყვნენ გასული ტყეში, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა და ეკუთვნის კასპის რაიონს, ამიტომ მათთვის გაუგებარია რატომ მოხდა მათი დაკავება.