ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს. მისივე თქმით, საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ მტერმა ავტოგასამართი სადგური გაანადგურა, რასაც საბედნიეროდ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„მტერმა კვლავ შეუტია ზაპოროჟიეს. ამჯერად რაკეტები საავადმყოფოს მიმდებარედ ჩამოცვივდა. საბედნიეროდ, ადამიანები არ დაშავებულან, იგივეს ვერ ვიტყვით შენობაზე. ათობით ფანჯარა ჩაიმსხვრა“, – წერს სტარუხი „ტვიტერზე“.