LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე კიდევ 2 ადამიანი დააკავეს – ადგილზე ვითარება დაძაბულია

219
2025-02-10_22-13-12_444324

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.

მანამდე, რუსთაველის გამზირზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე პერიოდულად სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.

ადგილზე მობილიზებული პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი.

პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან.

პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ფოტო: მთავარი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g