რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციაზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.
ირაკლი კობახიძე: მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს