რუსთაველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს და თავისი დისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აღმოაჩნდა, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:
„მეგობრებო, მოგესალმებით ყველას! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ მომიწევდა, მაგრამ როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა დედმამიშვილი, ყველაფერს გააკეთებ მისთვის. ჩემს დას, ორი შვილის დედას აღმოაჩნდა ორი ანევრიზმა თავში და სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია. ოპერაცია დიდ თანხებს უკავშირდება და მთლიანად დაფინანსება ვერ ხერხდება… ვისაც რამდენი შეგეძლებათ, რომ დამეხმაროთ, რადგან ყოველი დღე საშიშია და დრო არ მაქვს თანხების სხვა გზებით მოძიების. გთხოვთ, დამეხმარეთ და დროთა განმავლობაში ყველა თანხას უკან დავაბრუნებ.
ეს ჩემი ანგარიშის ნომერია, საქართველოს ბანკის და მაპატიეთ ეს რომ მიწევს.
მიმღები: მანანა აბრამიშვილი
GE50BG0000000533863175“.