LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

437
1559045944-167969

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. სალია ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

“ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საუბარი შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს, ბევრ ვინმეს განვიხილავ “რუსთავი 2″-ის საინფორმაციოს უფროსად. ერთერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო შუბლაძე, თუმცა სხვებთანაც არის საუბარი და გეცნობებათ ამის თაობაზე. კიდევ ვისთან არის საუბარი ამას ვერ გეტყვით,” – თქვა პაატა სალიამ.

ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში “რუსთავი 2”-ში მუშაობდა, იყო არხის გენერალური დირექტორის

არ გვჭირდება შიდა ომები - სალია განმარტავს რატომ გაათავისუფლა არხის მთავარი თანამშრომლები

შემჭიდროვებულ ვადაში, როცა გვინდა კომპანიის გასაჯასაღებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო, არ გვჭირდება შიდა ომები.

მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიც და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი. მან არხი 2014 წელს დატოვა. თანამდებობის დატოვებას წინ უსწრებდა მისსა და “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სამუშაო ოთახებში აღმოჩენილი ჩანაწერების გასაჯაროება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g