ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც “თიბისი ბანკის” დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებენ.
რუსთავი 2 ის ინფრომაიცით, ამ დიალოგში დასტურდება, რომ „თიბისი ბანკიდან” 4 მლნ ლარის უკანონოდ გატანა ბანკის ხელმძღვანელობას უშუალოდ გიორგი გახარიამ და ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვეს.
“ომეგა 2”-ის დირექტორთან გიორგი ქურდაძესთან საუბარში ქართული ოცნების დამფუძნებელი ლევან ყიფიანი ადასტურებს , რომ ბანკის დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს ერთმანეთის მიყოლებით მაშინდელი ბიზნესომბუცმენი ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ურეკავდნენ.