ვანო ჯავახიშვილის შოუს ნაცვლად, “რუსთავი 2”-ზე ახალი სეზონიდან ნიკა არაბიძის შოუ იწყება.
გადაცემის პრომო “რუსთავი 2”-ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება ვანო ჯავახიშვილს, მან “რუსთავი 2” საკადრო ცვლილებების შემდეგ დატოვა და მთავარ არხზე გადავიდა, სადაც კვლავ “ვანოს შოუ” მიყავს.