LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს

207
BeFunky-collage (4)

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლდა, კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

გიორგი კეკელიძის თქმით, მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან წასვლაზე ესაუბრა. კეკელიძე თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“.

“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა”, – აცხადებს კეკელიძე.

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g