LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში დედას და 2 მცირეწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

109
რუსთავი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. 30 წლამდე ქალს ხელში რამდენიმე თვის ჩვილი ეჭირა, ასევე თან ახლდა 7 წლამდე ბავშვი.

ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სავარაუდოდ მანქანამ ქალს ფეხზე გადაუარა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით, პაციენტები მოტეხილობებითა და დაჟეჟილობებით, თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“ შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები