უკრაინის ნაციონალური ოპერის ბალეტის სოლისტი არტემ დაციშინი ტრაგიკულად გარდაიცვალა,
ამის შესახებ ინფორმაცია “ტელეგრამზე” ვრცელდება.
ბალერონი 26 თებერვალს, რუსი დამპყრობლების შეტევისას მძიმედ დაიჭრა.
“არტემ დაციშინი საავადმყოფოში გარდაიცვალა… არტისტს 18 მარტს, 11:00 საათზე გამოემშვიდობებიან.” – წერია ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში