ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელ Twitter -ზე მდინარე ენგურზე, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას მოქალაქეების დაღუპვას ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ეს ფაქტი ხაზს რუსეთის ოკუპაციის აგრესიულ ხასიათს უსვამს.
„სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან. რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ამ მდინარის გადმოკვეთის დროს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე“, – წერს ელჩი კალინდრა.