LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა…გამოაგორეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, თითქოს ლავროვის ოჯახი სასტუმროდან გავიდა” – ლევან ხაბეიშვილი

574
ლევან ხაბეიშვილი

რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა…გამოაგორეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, თითქოს ლავროვის ოჯახი სასტუმროდან გავიდა, – ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბას­თან” გა­ნუ­ცხა­და.

მისივე თქმით, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა.

„საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა. გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო. ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმი, ჩვენს ხალხს რომ ავიწროებენ, უკრაინელ ბავშვებს რომ ხოცავენ და ჩვენც კარგი დღე არ დაგვაყენეს, სანქცირებულები რომ არიან, აი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ.

ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო – არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.

ოღონდ ამას ქართველი ხალხის ერთიანობა, ერთიანი პოზიცია სჭირდება. როგორც გვჩვევია ქართველ ხალხს მძიმე ისტორიულ პერიოდში, მძიმე ისტორიული პერიოდია, როდესაც რუსულ პარტიას ამ ქვეყნის რუსულ გუბერნიად უნდა გადაქცევა, მოქალაქეების 90% კი ურყევად ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის სი­ძის ძმის ქორ­წი­ლი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა და ოჯა­ხი გა­სუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან.

პრე­ზი­დენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სას­ტუმ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას­თან მა­ინც რჩე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბა­ზე” სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ქორ­წი­ლის გა­დახ­დას დი­ლი­დან აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს

თელავში პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს

NGO-ები: ყვარელში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატებს არ უშვებენ

mazda magti 5g