საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა.
დამატებითი ავიარეისები 9-14 აპრილის პერიოდში შესრულდება.
შეგახსენებთ, 1 გზის ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით 90 ლარს შეადგენს. 0-დან 3-წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.
