LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი არ არის კარგად…თვალებზე ეტყობა – ჩაი დამალევინა და მომიყვა ყველაფერი – გატეხილი არ არის, ესაა მთავარი: ბუბა კიკაბიძე

228
ბუბა კიკაბიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი არ არის კარგად“.

მისივე თქმით, მან სააკაშვილთან მისი და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილი არ არის კარგად, ამას კითხვაც არ უნდა, თვალებზე ეტყობა, ჩაი დამალევინა და თავიდან ბოლომდე მომიყვა ყველაფერი – გატეხილი არ არის, ესაა მთავარი.

ვილაპარაკეთ იმაზე, ზელენსკი როგორ შემხვდა – ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ. მითხრა – დღესვე დავიწყებ რეკვასო, იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ და მივხედავთო.

ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება ექნება. აქ ისეთი სისულელეები ხდება სასამართლოზე. ახლა ალბათ ბაიდენის კარადა რომ გავაღოთ, იქ შეიძლება 200 კოსტიუმი იყო. ჩვენს დაბალ დონეზე ლაპარაკობს ეს ყველაფერი“,- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები