„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სიტუაცია კი გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილი „მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმარია“.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულად არის, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმარია. სიტუაცია არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება. არის ასეთი ცუდი მდგომარეობა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი] მუშაობს, [ვიზიტებს] განაახლებენ ახლა, წესით უნდა მოინახულონ უშუალოდ პატიმარი და ვნახოთ“,- აცხადებს ხაჭაპურიძე.
რაც შეეხება პოლონელი ექიმების ჯგუფს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად კლინიკა „ვივა მედში“ მოინახულა, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ შესაძლოა მათი დასკვნა საჯარო არ იყოს.
„შესაძლოა, საჯარო არ იყოს დასკვნა. [მათი შედეგი] როდის გახდება ცნობილი, ჯერჯერობით არ ვიცი“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.