LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მეორე შიმშილობას ვერ გადაიტანს, დაიღუპება: ნიკოლოზ ყიფშიძე

82
1

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მორიგ შიმშილობას ვეღარ გადაიტანს.

ყიფშიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიას იმ პოზიციის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის ერთადერთი ბრძოლის შანსი შიმშილობაა.

ყიფშიძის თქმითვე, არ  შეიძლება ველოსიპედის თავიდან გამოგონება და სააკაშვილს უნდა უმკურნალონ იქ, სადაც ამის საშუალება და გამოცდილებაა:

“მკურნალმა ექიმმა, პრაქტიკულად, გაიმეორა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო ორი კვირა, თუმცა რაზე მოაწერა ხელი ფორმა 100-ზე, არ ვიცი. მე როგორც მივხვდი, გუშინ მან თქვა, რომ ავადმყოფი აღარ არის, ჯანმრთელია და გადაიყვანეთ უკან, ციხეშიო.

ნიშნისმოგებით არ ვამბობ, მაგრამ მინდა, გაგახსენოთ, რამდენი ხანია ვსაუბრობ ამის შესახებ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის ასეთი ავადმყოფის სამკურნალოდ. სულ ვიმეორებ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი მედიცინა დიდი ტრადიციებით, მაგრამ არ ვიცით ასეთი ავადმყოფების მკურნალობა. უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და არ შეიძლება ველოსიპედის თავიდან გამოგონება, უნდა ვუმკურნალოთ იქ, სადაც არის ამის საშუალება და გამოცდილება.

ნიკა გვარამია სწორია, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი ბრძოლის შანსი არის შიმშილობა, მაგრამ, როგორც ექიმი, ვიტყვი, რომ ის მეორე შიმშილობას ვერ გადაიტანს და დაიღუპება.”  -თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილი: “შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი”

აღელვების ნიადაგზე, აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა – მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება: პენიტენციური სამსახური

magti 5g