LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მოსამართლეს: დარწმუნებული ვარ, თქვენც უყურებთ ფილმს „ხალხის მსახური“, გუშინდელ სერიაში ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადი, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი

436
BeFunky-collage (3)

მე გავზარდე ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მისი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი იმართება.

ამ კონტექსტში სააკაშვილმა მოსამართლეს უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სერიალი “ხალხის მსახური” შეახსენა.

“ბატონო მოსამართლე, დარწმუნებული ვარ, თქვენც უყურებთ ფილმს „ხალხის მსახური“ ზელენსკის მონაწილეობით, გუშინდელ სერიაში ნათქვამი იყო იმაზე, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადი, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი.

ზელენსკის ფილმი ბევრწილად, როგორც სცენარისტმა მითხრა, დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპზე”, – თქვა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

 

magti 5g